თავში

პატრულ-ინსპექტორს, რომელმაც ლისის გზაზე 12 წლის ბავშვი იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

პატრულ-ინსპექტორს, რომელმაც ლისის გზაზე 12 წლის ბავშვი იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა
პატრულ-ინსპექტორს, რომელმაც ლისის გზაზე 12 წლის ბავშვი იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

ლისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ ინსპექტორს, ირაკლი ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. 

სიტყვით არ უსარგებლია თავად ბრალდებულს, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ადვოკატს ეთანხმებოდა. პროცესის დაწყებამდე ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გადაწყვეტილებით, ის გირაოს მოთხოვნას არ დააყენებდა. ირაკლი ცომაია ბრალდების მხარისთვის ოპონირების გაწევას არ გეგმავდა. 

ცნობისთვის, შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, რა დროსაც, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პროკურატურამ ირაკლი ცომაიას ბრალი საგზაო მოძრაობის წესების უსაფრთხოების დარღვევისთვის წარუდგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system