თავში

"პატრულის თანამშრომლებსაც გაუკვირდათ, ასეთი რაღაც არ გვინახავსო" - გიორგი ღოღობერიძე

"პატრულის თანამშრომლებსაც გაუკვირდათ, ასეთი რაღაც არ გვინახავსო" - გიორგი ღოღობერიძე
პატრულის თანამშრომლებსაც გაუკვირდათ, ასეთი რაღაც არ გვინახავსო - გიორგი ღოღობერიძე

გიორგი ღოღობერიძის ავტომობილი დააზიანეს. ექიმი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.

"დღეს დილით რომ გამოვედი, ჩემი მანქანის ბორბალი ქუჩის ბოლოში დამხვდა. გაჩერებულ ავტომობილზე ღამით ვიღაცა ისე დაჯახებია, რომ ჯიპს ბორბალი პირდაპირი მნიშვნელობით მოტყდა… კი არ მოძვრა, მოტყდა.

"კომენდანტის საათის" დროს მესმის, რომ ქუჩები თავისუფალია, მაგრამ ასეთი არანორმალური სიჩქარით მოძრაობა, არ ვიცი… პატრულის თანამშრომლებსაც კი გაუკვირდათ, ასეთი რაღაც არ გვინახავსო.

იმედია, გამოძიება დროულად იმუშავებს. მსგავსი ადამიანები სხვების ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს", - წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system