თავში

პაციენტების მდგომარეობა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში - VIDEO

პაციენტების მდგომარეობა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში - VIDEO
პაციენტების მდგომარეობა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში  - VIDEO

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ექვსი პირი მკურნალობს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე განმარტებით, კლინიკას დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან ახალი პასუხები არ მიუღია. 

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში არის 64 პაციენტი, აქედან 52 არის ინფიცირებული. მათ შორის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არის ექვსი პაციენტი, მათი მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან თერაპიულ განყოფილებაში. 27 მათგანთან ტომოგრაფიით დადასტურებულია მწვავე პნევმონია, უტარდებათ სიმპტომური მკურნალობა. 13 წლის პაციენტს, რომელიც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს, ამ ეტაპამდე არანაირი კლინიკური გამოვლინება არ უფიქსირდება, რაც ძალიან გვახარებს. ასევე ორსულები ჩვენს კლინიკაში სტაბილურად არიან, სტაბილურია როგორც ნაყოფის, ისევე ქალბატონების მდგომარეობა. დღეს ახალი პასუხი არ მიგვიღია და ველოდებით ლუგარიდან ახალ პასუხებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system