თავში

პაციენტებს ძვირადღირებულ პრეპარატს სთხოვდნენ - ტიკარაძე

პაციენტებს ძვირადღირებულ პრეპარატს სთხოვდნენ - ტიკარაძე
პაციენტებს ძვირადღირებულ პრეპარატს სთხოვდნენ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გარკვეული კლინიკების სამედიცინო პერსონალის ნაწილი პაციენტების მხრიდან ძვირადღირებული პრეპარატის, "ტოცილიზუმაბის" შავ ბაზარზე შეძენას ახალისებდა. 

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, კონკრეტული პირების ვინაობას გამოძიება დაადგენს.

"ერთ კონკრეტულ პრეპარატზე იყო ძალიან დიდი აჟიოტაჟი და გარკვეულ კლინიკებში ამ პრეპარატის შეძენას არაკეთილსინდისიერად ახალისებდნენ. ეს არის „ტოცილიზუმაბი“, რომელიც შავ ბაზარზე 5-ჯერ უფრო ძვირი ღირდა. დაახლოებით 1000 ლარამდეა ამ პრეპარატის ღირებულება, რა ფასადაც შეიძლება კლინიკამ შეიძინოს. ხოლო „შავ ბაზარზე“ მისი ღირებულება 5000 ლარი იყო. აქ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. არაკეთილსინდისიერი ინტერესი დავინახეთ სამედიცინო პერსონალისგან. კონკრეტულად ექიმი იყო, ექთანი თუ სხვა რომელიმე პირი, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს, მაგრამ ცალსახად არ შეიძლება სხვანაირად ვიფიქროთ ამაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system