თავში

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული 23 პასუხიდან, 22 უარყოფითია, ერთ პაციენტს კი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, ახალი პაციენტი ასაკოვანი მამაკაცია, რომელიც კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.

პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას ორმხრივ პნევმონიასთან ერთად და შაქრიანი დიაბეტიც აქვს. თუმცა როგორც გოფოძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მამაკაცი მართვით სუნთქვას არ საჭიროებს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 63 პაციენტი იმყოფება. მათგან სამი კორონავირუსით ინფიცირებული. 

გოფოძის განცხადებით, კლინიკაში კიდევ 25 ტესტის პასუხს ელოდებიან, რომელთაგან ორი საეჭვოა.

ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში - 4908 ადამიანია,

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 429.

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system