თავში

პედაგოგიური პერსონალისთვის ვაქცინაციის სპეციალური ცენტრი იმოქმედებს

პედაგოგიური პერსონალისთვის ვაქცინაციის სპეციალური ცენტრი იმოქმედებს
პედაგოგიური პერსონალისთვის  ვაქცინაციის სპეციალური ცენტრი იმოქმედებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პედაგოგიური პერსონალისთვის თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური ვაქცინაციის ცეტნტრი ამოქმედდება. მისი თქმით, სახელმწიფო პრიორიტეტია, რომ ახალი სასწავლო წელი უსაფრთხო გარემოში დაიწყოს.

დღეს მუშაობა დაიწყო ახალმა, მასიური ვაქცინაციის ცენტრმა სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. როგორც იცით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ახალ სასწავლო წელს შევხვდეთ უსაფრთხო, სასკოლო გარემოში. ამდენად, სკოლის პერსონალის, პედაგოგიური პერსონალის, სხვა პერსონალის ვაქცინაციის ხელშეწყობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამ სივრცეში მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონლისთვის, რომელთაც შეუძლიათ რეგისტრაციის გარეშე მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს, როგორც აქ, ასევე სხვა დაწესებულებებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პედაგოგიურ პერსონალს ექნება განსაკუთრებული ხელშეწყობა იმისთვის, რომ მათი ვაქცინცია, რა თქმა უნდა, მათი გადაწყვეტილებით და ნებით მოხდეს შეუფერხებლად", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system