თავში

პედოფილიის საფრთხე- 7 წლის გოგონას ვიდეოს შსს ეხმაურება - PHOTO

პედოფილიის საფრთხე- 7 წლის გოგონას ვიდეოს შსს ეხმაურება - PHOTO
პედოფილიის საფრთხე- 7 წლის გოგონას ვიდეოს შსს ეხმაურება - PHOTO

სოციალურ ქსელში გავრცელებულ 7 წლის გოგონას კადრებს შსს ეხმაურება. განცხადებაში, რომელიც უწყებამ გამოაქვეყნა აღნიშნულია, რომ ბავშვის ვიდეო და ფოტო მასალა, მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის ნიშნებს მოიცავს და ის გარკვეულწილად რისკის მატარებელია.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის.

მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში.

ამდენად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას და განვითარებას,"-აღნიშნულია განცხადებაში.

მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვის მშობლებთან შეხვედრის თაობაზე.

იდეო სოციალურ ქსელში თავად ბავშვის დედამ ატვირთა, სადაც მას მოკლე თეთრი კაბა აცვია, აქვს მკვეთრი „მაკიაჟი“ და ცეკვავს. ვიდეოს სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა მოჰყვა, მათშორის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც, რომლებმაც მშობელს მოუწოდეს მისი შვილის პედოფილიისგან დაცვისთვის ვიდეო სოციალური ქსელიდან წაეშალა.

 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system