თავში

პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური პირველიდან 10 იანვრამდე გამოცხადებული უქმეების მიუხედავად, სამუშაო პროცესს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

როგორც report.ge-ს უწყებაში განუცხადეს, ამ პერიოდის განმავლობაში შეუფერხებლად იმუშავებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა საზოგადოებრივი მისაღები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა საჭირო სერვისის გაცემას.

მათივე ცნობით, უქმე დღეებში პენიტენციურ დაწესებულებებში შეუფერხებლად განხორციელდება: ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ვიზიტორების მიღება; პენიტენციურ დაწესებულებებში დაგეგმილი ყველა პაემანი, ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებრივი მისაღებები მხოლოდ 1-2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე – 7 იანვარს არ იმუშავებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system