თავში

პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 1-დან - 10 იანვრამდე გამოცხადებული უქმეების მიუხედავად, სამუშაო პროცესს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში შეუფერხებლად იმუშავებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა საზოგადოებრივი მისაღები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა საჭირო სერვისის გაცემას.

„უქმე დღეებში პენიტენციურ დაწესებულებებში შეუფერხებლად განხორციელდება:

ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ვიზიტორების მიღება

პენიტენციურ დაწესებულებებში დაგეგმილი ყველა პაემანი

ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებრივი მისაღებები მხოლოდ 1-2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე - 7 იანვარს არ იმუშავებენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system