თავში

პენიტენციური სამსახური: ნიკანორ მელიას სატელეფონო ზარზე შეზღუდვა არ აქვს

პენიტენციური სამსახური: ნიკანორ მელიას სატელეფვა არ აქვს
პენიტენციური სამსახური: ნიკანორ მელიას სატელეფონო ზარზე შეზღუდვა არ აქვს

"ბრალდებულს სატელეფონო ზარზე შეზღუდვა არ აქვს", - ამის შესახებ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნიკანორ მელიას საქმის კომენტირებისას განაცხადეს. 

სამსახური გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მელიას პენიტენციური დაწესებულებიდან დარეკვის უფლება არ აქვს. 

"მას ზარის განხორციელება მხოლოდ დაკავებიდან ორი დღის განმავლობაში არ შეეძლო, სანამ დაუმზადდებოდა საბანკო ბარათი, რომლითაც პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ტელეფონებიდან არის დარეკვა შესაძლებელი. ბრალდებულს ბარათი მიმდინარე წლის 25 თებერვალს გადაეცა, რის შემდეგ უკვე შეუძლია სატელეფონო ზარის განხორციელება, თუმცა ამ დრომდე მას პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს მოთხოვნით, რომ სატელეფონო ზარი განეხორციელებინა", - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განაცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system