თავში

პენიტენციური სამსახური: ომბუდსმენი ვანო მერაბიშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა

პენიტენციური სამსახური: ომბუდსმენი ვანო მერაბიშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა
პენიტენციური სამსახური: ომბუდსმენი ვანო მერაბიშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა

N9 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ვიზიტი დასრულდა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით  ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 18:00 საათის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების დახურვიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ.

დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო.

ამასთან, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

თავად ნინო ლომჯარია არ აკონკრეტებს კონკრეტულად ვინ მოინახულა ე.წ. მატროსოვის ციხეში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system