თავში

პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს - PHOTO

პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს - PHOTO

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულები შობის დღესასწაულს ტრადიციულად წირვა-ლოცვით შეხვდნენ.

"მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ტერიტორიაზე ყველა მოქმედ ტაძარში და სამლოცველოში საზეიმო წირვა-ლოცვა კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა.

ასევე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულები, წინა წლების მსგავსად, წელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივას შეუერთდნენ და 12:00 საათისთვის საკნების ფანჯრებში სანთლები დაანთეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system