თავში

პერსპექტივა არის მოლაპარაკებაში, პროტესტი კანონს არ უნდა ცდებოდეს - "ენკას" დირექტორი

პერსპექტივა არის მოლაპარაკებაში, პროტესტი კანონს არ უნდა ცდებოდეს - "ენკას" დირექტორი
პერსპექტივა არის მოლაპარაკებაში, პროტესტი კანონს არ უნდა ცდებოდეს - ენკას დირექტორი

პერსპექტივა არის მოლაპარაკებაში. ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას და ცალსახად მხარს ვუჭერ სიტყვის თავისუფლების, აზრის გამოთქმის თავისუფლებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი უფლებების, პროტესტის დაფიქსირება უნდა ცდებოდეს არსებულ კანონმდებლობას, – ამის შესახებ „ენკას“ დირექტორმა განაცხადა.

მერაბ ლომინაძის თქმით, ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერი საკითხის განხილვაში.

"ჩვენ, როგორც ინვესტორი კომპანია საქართველოში და საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, მზაობას გამოვთქვათ, რომ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერი საკითხის განხილვაში. მზად ვართ, რომ იმ კონსულტანტებსაც მოვუსმინოთ და განვიხილოთ მათი წინადადებები, ვისაც აქვთ ამ პროტესტანტთა ნდობა.

თუკი იქნება ამ პროცესში რაიმე ტიპის კითხვები, რომლებზეც ჩვენ არ გვექნება პასუხები, შესაძლებელია, ასეთიც აღმოჩნდეს, ამ შემთხვევაში პირობას ვიძლევი, რომ ჩვენ, ყველანი, ერთად მოვიძიებთ იმ პირებს, რომლებიც უფრო ზუსტად და კონკრეტულად გასცემენ დაინტერესებული მხარის კითხვებზე პასუხს", – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში რიონის ხეობის მცველები სოფელ გუმათთან აქციას მართავენ, ისინი "ენკას" ბაზაზე კომპანიის მანქანებს არ ატარებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system