თავში

Pfizer-ით ვაქცინაციაზე ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

Pfizer-ით ვაქცინაციაზე ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
Pfizer-ით ვაქცინაციაზე ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

დღეს 18:00 საათიდან PFIZER-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები შეძლებენ. ამის შესახებ report.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს გადაცილებული პირების PFIZER-ითვაქცინაცია 15 აპრილიდან 6 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი:

- თბილისი: ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა.

- ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.

- ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია:

https://fb.watch/4c2mI8hKtj/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელიხაზი - 15 22 ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. 

"ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს .ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას! COVID-19-ისვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება დასაყოველთაო პასუხისმგებლობაა! ვაქცინაცია ნებაყოფლობითია!" - აცხადებენ სამინისტროში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system