თავში

პრეზიდენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

პრეზიდენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
პრეზიდენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში საქართველოში ისრაელის საქმეთა რწმუნებულს, სმადარ ზემახ-რაზაბის, რაბი ბენ ციონ ისრაელაშვილს, რაბი აჰარონ მდინარაძესა და ისრაელში საქართველოს ელჩს, ლაშა ჟვანიას შეხვდა.

"შეხვედრისას პრეზიდენტმა გაიხსენა ჰოლოკოსტის უდიდეს ტრაგედიას შეწირული მილიონობით მსხვერპლი და მათი ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, სტუმრებთან ერთად სანთელი დაანთო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system