თავში

პიკი გვექნება ნოემბერში, დღეში 4000 შემთხვევა - აკაკი ზოიძე

პიკი გვექნება ნოემბერში, დღეში 4000 შემთხვევა - აკაკი ზოიძე
პიკი გვექნება ნოემბერში, დღეში 4000 შემთხვევა - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსის პიკი ნოემბერშია მოსალოდნელი.

ზოიძე ვარაუდობს, რომ შემთხვევათა რაოდენობა 4000-ს მიაღწევს, რის შემდეგაც დაიწყება კლება. 

„ძალიან გასაფრთხილებელ სიტუაციაში ვართ, მაგრამ საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ როგორც საზოგადოებამ ვერ გავითავისეთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ხვალ რა იქნება: ვატარებთ პირბადეს, მინიმუმ დახურულ სივრცეში; დავიცავთ 2, ან მინიმუმ 1 მ ფიზიკურ დისტანციას ურთიერთობისას, ხშირად დავიბანთ ხელებს, მოვერიდებით დროებით დიდ წვეულებებს, – ინფიცირებულთა პიკი იქნება ნოემბრის ბოლოსკენ დღეში არაუმეტეს 4000 ინფიცირებულისა და მერე დაიწყებს კლებას ისე, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს და არ დაგვჭირდება ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება, რომელიც ეკონომიკას დააქცევს.

არ გავაკეთებთ ამას ყველაფერს, ვიტყვით რომ ან კორონა არ არსებობს, ან ჩვეულებრივ გრიპზე საშიში არ არის, აუცილებლად გვექნება ისეთი მატება ინფიცირებულების, რომელიც ჯანდაცვის სისტემას წალეკავს, მიუხედავად მისი მომზადების დონისა და გვექნება სიკვდილობის მკვეთრი მატება.

ამ ვარიანტში, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, როდესაც დეკემბრის მეორე ნახევარში მოსალოდნელი სეზონური გრიპის პიკი, კოვიდის პიკს დაემთხვევა, მერე ქვეყნის სრული ჩაკეტვაც გვიან იქნება.

მე დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის (ყველასი სამწუხაროდ არა) კეთილგონიერებისა და სოლიდარობისა, ანუ ძველ ქართულად თანალმობისა“ - წერს აკაკი ზოიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system