თავში

პიკში შევედით, დანის პირზე უნდა ვიაროთ - ამირან გამყრელიძე

პიკში შევედით, დანის პირზე უნდა ვიაროთ - ამირან გამყრელიძე
პიკში შევედით, დანის პირზე უნდა ვიაროთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკში შევიდა და სწორედ ახლა მნიშვნელოვანია ზომების უფრო გამკაცრება და შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოება.

გამყრელიძე ვარაუდობს, რომ დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება.

"ჩვენ პიკში შევედით და აღმასვლა გაგრძელდება, თუ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები, თუ არ გავაფართოვეთ და უფრო არ გავამკაცრეთ ზომები.

მაგრამ, არა მარტო გამკაცრება, ერთი მხრივ უნდა იყოს ღონისძიებების გამკაცრება, ტესტირების ხელმისავწდომობა, მეტი მზადყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტროში. ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები, ვფიქრობ, ხვალ გამოცხადდება. ახლაც სერიოზული განსჯა იყო საკოორდინაციო საბჭოზე, როგორი, რანაირი მიდგომით იყოს ეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკურ სფეროს და ადამიანის შემოსავლებს, ანუ დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთი მხრივ, წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და უფრო მაღალ მაჩვენებლებზე ასვლას, ასე ვთქვათ, ვამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება, მეორე მხრივ რაც შეიძლება მინიმალურ ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. ვფიქრობ, ხვალ მოხდება გადაწყვეტილებების დეკლარირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system