თავში

"პიკში ვართ, ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია" - ლოკდაუნის შესახებ გადაწყვეტილება ცნობილია

"პიკში ვართ, ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია" - ლოკდაუნის შესახებ გადაწყვეტილება ცნობილია
პიკში ვართ, ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია - ლოკდაუნის შესახებ გადაწყვეტილება ცნობილია

ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია - მთავარია რეკომენდაციების აღსრულება და ეს მარტო შოლტით და მათრახით არ უნდა აღსრულდეს - ეს ერთის მხრივ უნდა იყოს კონტროლი და მეორეს მხრივ თვითშეგნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მან ასევე განმარტა, რომ ხელისუფლება ქვეყნის კიდევ ერთხელ ჩაკეტვას არ გეგმავს. 

„ეპიდვითარება საკმაოდ რთულია. 26 ივნისიდან დაწყებული ნელი ტემპით უარესდებოდა და უარესდება ეპიდსიტუაცია. გუშინ და დღეს გვაქვს პიკური მაჩვენებელი. გარკვეულ პროგნოზირებაზე მუშაობს ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფი და შეიმჩნევა, რომ ზრდის ტემპი ბოლო დღეების განმავლობაში თითქოს მცირდება. აბსოლუტური რაოდენობა იმატებს, მაგრამ თითქოს ზრდის ტემპის შემცირებისკენ არის ტენდენცია, მაგრამ მინდა თითები გადავიჯვარედინო და არ ვიცი ჯერჯერობით როგორი იქნება. ზრდა გვექნება, მაგრამ მინდა, რომ ეს იყოს ნელი ტემპით ზრდა. ვართ პიკში ყველანაირი გათვლებით და ვფიქრობთ, რომ ეს პიკი უნდა გაგრძელდეს 7-10 დღე და მერე უნდა დაიწყოს ქვესვლა ინფექციამ, მაგრამ ასევე ნელი ტემპით. ეპიდგაუარესების შეჩერების მხოლოდ და მხოლოდ ორი გზა არსებობს - მეტი აცრა და რეგულაციების დაცვა. ქვეყანა მძიმე „ლოკდაუნზე“ აღარ წავა. მთავარია რეკომენდაციების აღსრულება და ეს მარტო შოლტით და მათრახით არ უნდა აღსრულდეს - ეს ერთის მხრივ უნდა იყოს კონტროლი და მეორეს მხრივ თვითშეგნება. ქვეყანაში ცეცხლი ანთია ეპიდემიის და ამიტომ ყველამ თავი შევიკავოთ იმ ბუსტერებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერებია ეპისიტუაციის გაუარესებაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system