თავში

პირადად გავეცნობი ყველა დაგვიანების შემთხვევას - თამარ გაბუნია

პირადად გავეცნობი ყველა დაგვიანების შემთხვევას - თამარ გაბუნია
პირადად გავეცნობი ყველა დაგვიანების შემთხვევას - თამარ გაბუნია

პირადად გავეცნობი ყველა დაგვიანებულ შემთხვევას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სისტემას აქვს გადაზღვევის მექანიზმები, რომ ინფიცირებულებმა ოჯახის ექიმებისგან დროული კონსულტაციების მიღება მოახერხონ.

"პირადად გავეცნობი ყველა დაგვიანებულ შემთხვევას, როდესაც დღეები ოჯახის ექიმმა არ დაურეკა პაციენტს. თუ ასეთი შემთხვევები მოხვდა თქვენს ხელში, გთხოვთ გამიზიაროთ. ამას ვაკეთებთ პირველივე დღიდან, როდესაც სისტემა გავუშვით და ამას ვაკეთებთ დღემდე. 

თავიდან პაციენტების დიდმა ნაკადმა გადატვირთა 112-ის და ოჯახის ექიმების ხაზებიც, მაგრამ დღეს ეს არის მოწესრიგებული, როგორც ექიმების დონეზე, ასევე სამინისტროში არის ცენტრალური ონლაინ კლინიკა იმისთვის, რომ აკონტროლოს დაგვიანებული ზარები. 1 საათის შემდეგ, თუ რომელიმე ზარი რჩება უპასუხოდ, ამ შემთხვევაში ცენტრალური ონლაინ კლინიკის ფუნქცია არის ის, რომ აიღოს ეს ზარი, დაურეკოს, დაელაპარაკოს და შემდეგ უკვე დააბრუნოს ოჯახის ექიმთან. 

არის კიდევ ერთეული შემთხვევები, რომლებიც შემდეგ ცხელ ხაზზე ხვდება. ეს მექანიზმები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და თუ მაინც დარჩა უპასუხო ზარი, ან ვინმე თვლის რომ უყურადღებოდ არის, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის მზადაა იმისთვის, ასეთ პაციენტებს დაუყოვნებლივ გაეწიოს შესაფერისი მომსახურება. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით," - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system