თავში

"პირბადეების გამოყენება ვაქცინაციის შემდეგაც დაგვჭირდება" - გიორგი ფხაკაძე

"პირბადეების გამოყენება ვაქცინაციის შემდეგაც დაგვჭირდება" - გიორგი ფხაკაძე
პირბადეების გამოყენება ვაქცინაციის შემდეგაც დაგვჭირდება - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განმარტებით, პირბადეების გამოყენება ვაქცინაციის შემდეგაც დაგვჭირდება.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას დრო სჭირდება და საზოგადოებამ წესების დაცვა უნდა გააგრძელოს.

"პირბადეების გამოყენება ვაქცინაციის შემდეგაც დაგვჭირდება. გავიკეთოთ ვაქცინა და ყველაფერი კარგად იქნება, ასე არ არის. ამას სჭირდება დრო და უნდა ვიყოთ უსაფრთხოდ. ჩვენ უნდა გავხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიზნესი, უნდა გავხსნათ ჩვენი ტურისტული სეზონი, მაგრამ მომზადებულები, შეიარაღებულები უნდა ვიყოთ და რაც მთავარია, ვიცოდეთ, სად მივდივართ", – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system