თავში

პირბადის გამოყენების წესში ცვლილებები შედის

პირბადის გამოყენების წესში ცვლილებები შედის
პირბადის გამოყენების წესში ცვლილებები შედის

საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები იქნება. პირველ რიგში აღსრულების კუთხით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო შტაბი ღია სივრცეში პირბადის გამოყენების შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს დაამუშავებს და ცვლილებები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. 

"მოშვებულია მოსახლეობა. პირბადეს დახურულ სივრცეშიც აღარ ატარებენ. ამიტომ ღია სივრცეში პირბადესთან დაკავშირებით კარკვეული ცვლილებები იქნება.

შტაბი დაამუშავებს ამ რეკომენდაციას. ამაზე დავალება მიეცა შტაბს, შემუშავდება ეს რეკომენდაციები და მალე გახდება ცნობილი. საუბარია პირბადის ტარებაზე ღია სივრცეში იქ, სადაც შეიკრიბება გარკვეული რაოდენობა ადამიანების" - განაცხადა გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system