თავში

პირბადის გამოუყენებლობა დღეიდან ჯარიმდება

პირბადის გამოუყენებლობა დღეიდან ჯარიმდება
პირბადის გამოუყენებლობა დღეიდან ჯარიმდება

დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები დღეიდან, 15 ივნისიდან, დაჯარიმდებიან. 

მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი დღეს გამოქვეყნდება და, შესაბამისად, მოქალაქეებისთვის პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციები ამოქმედდება.

დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა, ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი 20 ლარით დაჯარიმდებიან. მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან. სავალდებულოა ცნობის თან ქონა.

კანონში დამატებით ტვირთად რაიმე განსაკუთრებული ტიპის პირბადე არ არის მოთხოვნილი, მთავარია, პირბადე ადამიანს უფარავდეს სახეს ცხვირიდან ნიკაპამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system