თავში

პირბადის ტარება უკვე აუცილებელია გარე პერიმეტრზეც - ეზუგბაია

პირბადის ტარება უკვე აუცილებელია გარე პერიმეტრზეც - ეზუგბაია
პირბადის ტარება უკვე აუცილებელია გარე პერიმეტრზეც - ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირბადის ტარება აუცილებელია უკვე ღია სივრცეშიც, იმ შემთხვევაში თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.

"პირბადის ტარება აუცილებელია, არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ უკვე ღია სივრცეშიც. აუცილებელია დისტანციის დაცვა გარეთა პერიმეტრზე, მაგრამ თუ დისტანცირება ვერ ხერხდება, მაშინ უნდა ვატაროთ პირბადე" - განაცხადა ეზუგბაიამ.  

ამასთან, ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად მეორე ტალღა არ დამდგარა. მისი თქმით, სახეზეა შემთხვევების მატება, რაც რაც ზაფხულის სეზონსა და შიდა ტურიზმს უკავშირდება. მ

ისივე თქმით, მეორე ტალღა დაიწყება ნოემბრის დასაწყისში, როცა სხვა ვირუსული ინფექციებიც იჩენს თავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system