თავში

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა
პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა

ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულაცია ძალაში დღეიდან შედის. 

"საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება. ჩვენ თვეების განმავლობაში ყოველთვის ვამბობდით, თუ რამდენად ეფექტურია პირბადე ინფექციისგან დასაცავად. დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ- ერთი ყველაზე მნიშველოვანი და ეფექტური საშუალება, რათა ჩვენ შევძლოთ და მოვახდინოთ მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 47 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system