თავში

პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია, 43% - ამირან გამყრელიძე

პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია, 43% - ამირან გამყრელიძე
პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია, 43% - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში დაბალია, რის გამოც შესაძლოა პანდემიის მეხუთე ტალღა რთული იყოს ქვეყნის მოსახლეობისთვის. მისი განცხადებით ამ მაჩვენებლის 43%-ზე დასვლა დაუშვებელია. 

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას აცრებისკენ მოუწოდებს. 

"თუ აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ მეხუთე ტალღა კიდევ უფრო გადავადდება და იქნება შედარებით მსუბუქი. მეხუთე ტალღის დაწყება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება რესპირაციული ვირუსების სეზონი" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid 19-ის 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის მაჩვენებელი კი 5.44%-ია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system