თავში

პირბადის ტარების წესის დარღვევაზე, შესაძლოა, ზომები გამკაცრდეს

პირბადის ტარების წესის დარღვევაზე, შესაძლოა, ზომები გამკაცრდეს
პირბადის ტარების წესის დარღვევაზე, შესაძლოა, ზომები გამკაცრდეს

შესაძლოა, პირბადის არგაკეთებაზე ან მისი ტარების წესის დარღვევაზე ზომები გამკაცრდეს - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ადმინისტრაციის ხელმღვანელმა. 

ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა პირბადე გარე სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

„პირბადის არგაკეთება და ამ წესის შეუსრულებლობა ჩვენთანაც ისჯება, მოგეხსენებათ ჯარიმაა დაწესებული დახურულ სივრცეში პირბადის არგაკეთებისთვის. თუმცა, ახლა ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, არ უნდა გვჭირდებოდეს შოლტის ეფექტით მუშაობა. სხვათაშორის, სიტუაცია მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, გაგებით ეკიდებიან ჩვენი მოქალაქეები და რეკომენდაციებს ამ ნაწილში სულ უფრო და უფრო ასრულებენ, მათ შორის გარე სივრცეშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გარე სივრცეშიც ვატაროთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ამიტომ, თუ დავინახავთ, რომ ეს გვჭირდება, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ, საკანონმდებლო ცვლილებებიც არ იქნება პრობლემა“,-განაცხადა მეზვრიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system