თავში

"პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას" - ანდრია ჯაღმაიძე

"პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას" - ანდრია ჯაღმაიძე
პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას - ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე "მთავარი არხის" გადაცემა "მთავარი აქცენტების" გუშინდელ ეთერს გამოეხმაურა და თქვა, რომ გადაცემით ნიკა გვარამიამ ეკლესიას პირდაპირი ომი გამოუცხადა.

"გუშინდელი გადაცემით ბატონმა ნიკა გვარამიამ, ის ნავი, რომელშიც თვითონ იჯდა და სხვებიც ისხდნენ, პირდაპირ კლდეს შეახეთქა. პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას და ჩვენ ვნახეთ, იქ გამოთქმული მრავალი ეპითეტი, რომელიც ამას მოწმობს.

თუკი ისინი ეყრდნობიან იმ კრებსებს, რომლის მოხმობაც სცადეს ამ გადაცემაში, ეკლესიის შეთქმულება კარგად იხატება. გოჩა ბარნოვის ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ხელმძღვანელობს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ გადაცემებს - მთავარ არხზე, ტვ პირველზე და ფორმულაზე, იქ საუბარია, რომ მას რეკომენდაცია გაუწიეს, რომ ამ ტელევიზიებმა გოჩა ბარნოვთან შეთანხმებით გააკეთონ ეს. გუშინდელ გადაცემაში ზუსტად იკითხება ის აკორდები, რომელიც ამ კრებსებშია გაჟღერებული, გოჩასთან დაკავშირებით, გვარამიასთან დაკავშირებით და ტვ პირველთან და ფორმულასთან დაკავშირებით, ეს არის ერთობლივი პროექტი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლისა", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system