თავში

საახალწლო პიროტექნიკით 4 წლის ბავშვი დაშავდა

საახალწლო პიროტექნიკით 4 წლის ბავშვი დაშავდა
საახალწლო პიროტექნიკით 4 წლის ბავშვი დაშავდა

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად თბილისში მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. 

როგორც report.ge-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, 4 წლის ბიჭს სახის მარჯვენა მხარე და ქუთუთოები აქვს დაზიანებული, თუმცა ჭრილობა ღრმა არ არის  და ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

„გუშინ შემოვიდა ოთხი წლის ბავშვი კლინიკაში. საახალწლო პეტარდის შედეგად დაზიანებული აქვს სახის მარჯვენა ნახევარი და ორივე ქუთუთო. საბედნიეროდ თვალი გადარჩენილი გვაქვს. ბავშვს გაუმართლა, რადგან ღრმა დაზიანებები სახეზე არ აღენიშნება, თუმცა იყო ალბათობა, რომ გაცილებით დიდი დაზიანება მიეღო" - განაცხადა ქაშიბაძემ. 

ექიმის თქმით, პაციენტი უკვე გაწერეს და ბინაზე განაგრძობს მკურნალობას. 

გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოიწოდებს, რადგან ეს იყო მიმდინარე წელს საახალწლო პიროდექტნიკთ დაზიანების პირველი შემთხვევა, თუმცა არდადეგებზე, საახალწლო დღეებში შემთხვევათა რაოდენობის ზრდა არის მოსალოდნელი. 

"ეს იყო წელს პირველი შემთხვევა, ამის შემდეგ, დასვენების დღეებში, არდადეგებზე უფრო მეტ შემთხვევას ველოდებით, მით უმეტეს ახალი წელი ახლოვდება. მშობლებს ვთხოვ, ბავშვებთან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრისთვის ცოტა მეტი დრო დახარჯონ“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system