თავში

პირველ ათეულში ვიმყოფებით - ტიკარაძე

პირველ ათეულში ვიმყოფებით - ტიკარაძე
პირველ ათეულში ვიმყოფებით - ტიკარაძე

ინფექციის შეკავებისა და მისი გავრცელების კონტროლი ქვეყანაში წარმატებით წარიმართა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიგინგზე განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, საქართველო, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პროცესების სწორად წარმართვის კუთხით, პირველ ათეულში იმყოფება. 

"ჩვენ გვაქვს საერთაშორისო შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კარგად წარიმართა საქართველოში ეს პროცესები. პირველ ათეულში ვართ, სადაც შეფასებულია, რომ საქართველომ ნამდვილად სწორად წარმართა პროცესები. რაც შეეხება ჯანდაცვის კუთხით ყველა იმ ფაზის დაგეგმარებას, როდესაც გვქონდა ინფექციის შეკავების ფაზა და შემდეგ უკვე ინფექციის გავრცელების კონტროლი, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში წარმართული პროცესები წარმატებული იყო", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1618 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 243 255-ს მიაღწია. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 403 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 611 -მდე. გარდაიცვალა 26 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 846 პირი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system