თავში

პირველ ეტაპზე, ესეც დიდი მიღწევაა - თამარ გაბუნია

პირველ ეტაპზე, ესეც დიდი მიღწევაა - თამარ გაბუნია
პირველ ეტაპზე, ესეც დიდი მიღწევაა - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია  NDI-ის კვლევას ეხმაურება და ამბობს, რომ პირველ ეტაპზე კარგი იქნება, თუკი მოსახლეობის 41% აიცრება. 

მისივე განცხადებით, იმ ადამიანებთან, ვინც ვაქცინაციას სკეპტიკურად უყურებს, კომუნიკაციასა და ინფორმაციის მიწოდებაზე მუშაობა გაგრძელდება.

,,41%-იც რომ აიცრას პირველ ეტაპზე, ესეც დიდი მიღწევაა და ჩვენ დავიწყებთ აცრას იმ 41%-ით, რომელიც უკვე დადებითად არის განწყობილი ვაქცინის მიმართ, აქვს ნდობა და სჯერა, რომ მისი სარგებელი იქნება მნიშვნელოვანი. მაგრამ, ამასთან ერთად, ის ადამიანები, ვინც ჯერჯერობით, სკეპტიკურად უყურებენ ამ პროცესს, ან არ აქვთ შესაძლოა, საკმარისი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მათთან მუშაობა გაგრძელდება კონკრეტულ ვაქცინებთან მიმართებაში, რადგან აქ მნიშვნელოვანია რისკის სწორად შეფასება," - განაცხადა თამარ გაბუნიამ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ცნობისთვის, NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს. 

კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? - 41 %-ის პასუხია დიახ, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ არა, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system