თავში

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ახალი გამოჯანმრთელებულები ჰყავს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ახალი გამოჯანმრთელებულები ჰყავს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ახალი გამოჯანმრთელებულები ჰყავს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„13 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 60 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 46 პაციენტი; რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის სამი პაციენტი; თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 46 პაციენტი; გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი“, – აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 647-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 23 ადამიანი და სულ განკურნებულთა რაოდენობა 372-ს შეადგენს. ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 11 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system