თავში

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო პირი შეიყვანეს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო პირი შეიყვანეს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო პირი შეიყვანეს

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, ხუთი სამხედრო პირი შეიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

ექიმის ინფორმაციით, აღნიშნული პირების ანალიზები ხვალ დილით ლუგარის ცენტრში გადაიგზავნება.

„რამდენიმე საათის წინ, ჩვენ კლინიკაში ხუთი სამხედრო პაციენტი შემოვიდა, რომლებსაც გრიპი და გრიპის მსგავსი სიმტპომატიკა აღენიშნებოდათ, ზედა სასუნთქი გზების გამოვლინებებით. ამ წუთებში მიმდინარეობს მათი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევა. ხვალ დილით აღებული იქნება კორონავირუსზე ბიოლოგიური მასალა და გაიგზავნება ლუგარის ცენტრში. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა ლევან რატიანი.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა. რაც შეეხება კარანტინში მყოფილი პირებს, მათი რიცხვი 4055 -ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system