თავში

პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს

პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს
პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას ვასილ მაღლაფერიძის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს. ამის შესახებ ბორდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ განაცხადა.

ფუტკარაძე მაღლაფერიძის გადაწყვეტილებას მოულოდნელს, თუმცა გონივრულს უწოდებს და ამბობს, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა.

ბორდის თავმჯდომარის თქმით, ყოველთვის არსებობდა შეკითხვები ვასილ მაღლაფერიძის "ქართულ ოცნებასთან" აფელირების შესახებ, სავარაუდოდ, მისი გადაწყვეტილების საფუძველიც სწორედ ეს გახდა.  

როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, ყველა პროცედურა კანონის შესაბამისად გაგრძელდება.

„ეს პროცესი გასავლელია, პროცედურები გაწერილია, მივყვებით კანონმდებლობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში, ვიდრე იქნება ეს პროცესი, საზოგადოებრივ მაუწყებელში არ იქნება მიღებული რადიკალური ტიპის გადაწყვეტილებები. მივყვებით ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებსა და მიზნებს. ახალი სეზონი უკვე მოვიდა და ყველაფერი მზად არის, რათა დავიწყოთ ახალი სეზონი. ამ კუთხით მინდა ვთქვა, რომ ვიდრე ახალი გენერალური დირექტორი არ იქნება არჩეული, მაუწყებელი სტატუსკვოს შეინარჩუნებს და ამის შემდეგ უკვე დავხვდებით ახალ გენერალურ დირექტორს იმ მოცემულობით, როგორიც გვაქვს დღეს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დღეს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system