თავში

პირველი ივლისიდან ბავშვთა დახმარება გაორმაგდება - ირაკლი ღარიბაშვილი

პირველი ივლისიდან ბავშვთა დახმარება გაორმაგდება - ირაკლი ღარიბაშვილი
პირველი ივლისიდან ბავშვთა დახმარება გაორმაგდება - ირაკლი ღარიბაშვილი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს პატარებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბავშვთა სიღარიბე ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. მისივე ინფორმაციით, სოციალურ დაუცველ ბავშვთა დახმარება 1-ლი ივლისიდან 100-ლარამდე გაიზრდება. 

"ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების, განვითარების, თვითრეალიზაციის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ შორს ვართ სასურველი ვითარებისგან. კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა შორის სიღარიბე. პრობლემა განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს პანდემიის პირობებში. ბავშვების სიღარიბის შესამცირებლად ჩვენ მიზნად დავისახეთ სოციალური პოლიტიკის მკვეთრი გაუმჯებესება. ჩვენი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად - 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system