თავში

პირველი კლასის მოსწავლეს 126-ე სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა

პირველი კლასის მოსწავლეს 126-ე სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა
პირველი კლასის მოსწავლეს 126-ე სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 126-ე სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

სკოლის დირექტორის ირინე მჭედლიძის განცხადებით მოსწავლე სკოლაში ოთხშაბათის შემდეგ არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, კლასი რომელშიც ბავშვი სწავლობდა, დისტაცნიურ სწავლებაზე გადავიდა. 

"გავითვალისწინეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია. ყველა საკლასო ოთხაში დეზინფექცია დღეს და ხვალ ტარდება, ხოლო აღნიშნული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადაგვყავს. დანარჩენ კლასებში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება", - აცხადებს ირინა მჭედლიძე

ცნობისთვის, გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის 162-ე სკოლის მოსწავლეს.

ამასთან, კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლესაც. თუმცა აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა.

თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსი ერთ-ერთ მოსწავლესა და სკოლის თანამშრომელს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system