თავში

"თბილისი ენერჯის“ პირველი კომენტარი აფეთქების მიზეზებზე

"თბილისი ენერჯის“ პირველი კომენტარი აფეთქების მიზეზებზე
თბილისი ენერჯის“ პირველი კომენტარი აფეთქების მიზეზებზე

კომპანია „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის განცხადებით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან, სადაც დღეს ბუნებრივი აირი აფეთქდა, კომპანიაში არანაირი შეტყობინება არ შესულა ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის, გაზის შესაძლო კონცენტრაციის ან რაიმე ტექნიკური გაუმართაობის შესახებ. 

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა და შესაძლოა, დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი. ნათია მიქიაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში დაუკავშირდნენ „თბილისი ენერჯის“ და კომპანიის წარმომადგენლებს მათ სახლებში არსებული მოწყობილობები შეამოწმებინონ.

როგორც იცით, გვიახლოვდება ზამთარი და შესაბამისად, ამ დროს მიმდინარეობს ხოლმე გამათბობლების ჩართვა. ვაფრთხილებთ ყველა მოქალაქეს, ვისაც აქვს ეჭვი, რომ მის საცხოვრებელ სახლში შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს კუსტარულად დამონტაჟებულ გამათბობელს, დაგვირეკონ და თუ არ იქნება ის საფრთხის შემცველი, რა თქმა უნდა, დანადგარი დარჩება, თუ იქნება ნებისმიერი ტიპის საფრთხე, ეს გამათბობელი იქნება ჩახსნილი. ყველა მოქალაქეს მინდა, ახსოვდეს, რომ არსებული კანონმდებლობით თავად არის პასუხისმგებელი გაზგაყვანილობის შემოწმებაზე, ამიტომ ყველას ვთხოვთ, მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, მოუფრთხილდნენ სხვების სიცოცხლესაც. და ბოლოს დავაზუსტებ, რომ ამ მისამართიდან არანაირი შეტყობინება არ შემოსულა“, – განაცხადა ნათია მიქაშვილმა.

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. ჩამონგრეულია პირველი სადარბაზოს მეხუთე სართული. აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა 77 წლის მამაკაცი, რომელსაც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system