თავში

"პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო არ არის" - ექიმების მიმართვა ხელისუფლებას

"პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო არ არის" - ექიმების მიმართვა ხელისუფლებას
პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო არ არის - ექიმების მიმართვა ხელისუფლებას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს ექიმებმა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

"უკვე 26 დღეა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე უფრო და უფრო მძიმდება, შეიძლება ითქვას, კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. დღეს ჩვენ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას, არც ახლა და არც არასოდეს, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არ არის დრო პოლიტიკური ანგარიშსწორების.

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მყისიერ, გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში, რაც დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის საჭიროებს ყოველდღიურ, 24-საათიან მონიტორინგს და მაღალკვალიფიციურ მკურნალობას მრავალპროფილურ კლინიკაში, რაზეც შეთანხმდა სწორედ კონსილიუმი. ეს რესურსი, რაც ახლა ვთქვი, ციხის სამკურნალო დაწესებულებას, სამწუხაროდ, არ გააჩნია", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 26 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system