თავში

"პოლიცია გიცავდათ საკუთარი თავისგან" - "გირჩი მეტი თავისუფლება"

"პოლიცია გიცავდათ საკუთარი თავისგან" - "გირჩი მეტი თავისუფლება"
პოლიცია გიცავდათ საკუთარი თავისგან - გირჩი მეტი თავისუფლება

"გირჩი მეტი თავისუფლება" სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ირკვევა რომ პარტიის წევრი ბორის ჩელე ყურუა, პარტიის საკუთრებაში არსებული მანქანის დაზიანებისთვის 2 000 ლარით დააჯარიმდა.

"პოლიცია გიცავდათ საკუთარი თავისგან" - დღეს გაიმართა ბორის " ჩელე" ყურუას სასამართლო პროცესი. ის 16 სექტემბერს დააკავეს სუს-თან პერფორმანსის დროს, როდესაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" პოლიტიკოსებმა პარტიის საკუთრებაში არსებული "შკოდა" დემონსტრაციულად დალეწეს. დღევანდელი პროცესი 12:00 საათზე დაიწყო, თუმცა ბრალდების მხარეს არ აღმოაჩნდა მტკიცებულებები, რის გამოც გადაიდო 17:00 საათამდე. საბოლოოდ კი, მტკიცებულებად წარადგინეს ვიდეო, რომელშიც ჩელე არ ჩანს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა", - წერია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system