თავში

პოლიციამ დაკარგული 30 წლის კაცი იპოვა - რატომ გაუჩინარდა ახალგაზრდა

პოლიციამ დაკარგული 30 წლის კაცი იპოვა - რატომ გაუჩინარდა ახალგაზრდა
პოლიციამ დაკარგული 30 წლის კაცი იპოვა - რატომ გაუჩინარდა ახალგაზრდა

სამართალდამცველებმა ყვარელში გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცი იპოვეს. ინფორმაცია report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

report.ge-ს ინფორმაციით ახალგაზრდა სახლიდან ოჯახური დაპირისპირების ნიადაგზე წავიდა. მისი გაუჩინარების მოტივი მეუღლის შეშინება იყო. ახალგაზრდა კაცი ოჯახის წევრებს ჯანმრთელი დაუბრუნდა. 

ცნობისთვის, ყვარელში ახალგაზრდა კაცი 29 სექტემბერს,  დაახლოებით 17:00 საათზე გაუჩინარდა, რის გამოც ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართეს. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system