თავში

პოლიციამ თვითიზოლაციის დარღვევისთვის გერმანიიდან ჩამოსული ორი მოქალაქე დააკავა

პოლიციამ თვითიზოლაციის დარღვევისთვის გერმანიიდან ჩამოსული ორი მოქალაქე დააკავა
პოლიციამ თვითიზოლაციის დარღვევისთვის გერმანიიდან ჩამოსული ორი მოქალაქე დააკავა

ფოთში, რამდენიმე წუთის წინ, საპატრულო პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის ორი მოქალაქე დააკავა და იძულებითი წესით, აჭარის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანა.

აღნიშნული მოქალაქეები, ბოლო დროს, გერმანიიდან ჩამოვიდნენ და მათ თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია მიეცათ. ორივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია. 

"ესენი არიან გერმანიიდან ჩამოსულები - ორი პიროვნება ერთი ოჯახიდან, რომლებმაც დაარღვიეს თვითიზოლაციის პირობები. ისინი გარეთ აღმოაჩინეს საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს ბათუმში, საკარანტინო სივრცეში. ისინი 10 დღე იმყოფებოდნენ თვითიზოლაციის რეჟიმში, რადგან თავს კარგად გრძნობდნენ, ჯანმრთელად ჩათვალეს თავი და არ დაემორჩილნენ თვითიზოლაციის წესს," - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფროსის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system