თავში

პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის გამყარების პროექტი შეაჯამეს

პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის გამყარების პროექტი შეაჯამეს
პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის გამყარების პროექტი შეაჯამეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე პროექტის „პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის გამყარება“ აქტივობები შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრეს.

შეხვედრას პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტებისა და "საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტს მიზნად მოსახლეობასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აქვს დასახული. ის მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და მის ფარგლებში განხორციელდა როგორც სოციალური აქტივობები ისე სკოლებსა და უნივერსიტეტებში ვიზიტები. ასევე, შემუშავდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის კომუნიკაციის სტრატეგია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system