თავში

,,პოლიციიდან დამიკავშირდნენ, განყოფილებაში მოდიო" - ვატო წერეთელი

,,პოლიციიდან დამიკავშირდნენ, განყოფილებაში მოდიო" - ვატო წერეთელი
,,პოლიციიდან დამიკავშირდნენ, განყოფილებაში მოდიო - ვატო წერეთელი

,,ტელეკომპანია პირველის" მფლობელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მამამისის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტთან დაკავშირებით მას სამართალდამცველები დაუკავშირდნენ, თუმცა, ამ დრომდე არავინ დაუკითხავთ.

,,პოლიციიდან დამიკავშირდნენ, ნუცუბიძის განყოფილებაში მოდიო, რომ ვკითხე, არ მოდიხართ ან კამერები რომ ამოიღოთ ან ვინმე დაკითხოთ-მეთქი, კაი ამოვალთო, ისევ არ ამოვიდნენ მერე კიდევ დარეკეს და ჩამოდითო! ინციდენტი მოხდა 3 საათზე და კიდევ გარკვევაში ვართ, მოვლენ თუ არა!", - წერს ვატო წერეთელი.

ცნობისთვის, ,,ტელეკომპანია პირველის" დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვატო წერეთელმა გაავრცელა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system