თავში

"პოლიციის გამოძახება საჭიროა!" - ბაია პატარაია

"პოლიციის გამოძახება საჭიროა!" - ბაია პატარაია
პოლიციის გამოძახება საჭიროა! - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ბაია პატარაიას თქმით, სამართალდარღვევების დროს პოლიციის გამოძახება საჭიროა.

"ძალოვნებს რა ხშირად ვაკრიტიკებ, მოგეხსენებათ, მაგრამ ამავდროულად ხმალამოღებული ვებრძვი ყველას, ვინც ამბობს, რომ პოლიციის გამოძახებას აზრი არ აქვს და რომ დანაშაულებს და სამართალდარღვევებს ადამიანები პირადი ძალებით და ნათესავებით უნდა გაუმკლავდნენ.

პოლიციის გამოძახება საჭიროა!

დღევანდელი პოლიცია დიდწილად განსხვავდება იგივე 2014 წლის, ან მანამდე არსებულ პოლიციისაგან, როცა საქმე ქალზე ძალადობას ეხება!

პოლიციელი შეიძლება არაეფექტურიც შეგხვდეს, განსაკუთრებით რეგიონებში, მაგრამ არსებობს გენინსპექცია, არსებობს სახელმწიფო ინსპექტორი და არსებობს საფარი/Sapari და სხვა ენჯეოები, რომლებიც ჩაერევიან და გამოასწორებენ პრობლემას.

არავის ეგონოს, რომ მე ვმუშაობ პოლიციასთან და პროკურატურასთან თანამშრომლობის გარეშე; პირადად მე ნამდვილად არ დავდევ მოძალადეებს, ამას ყოველთვის ძალოვნები აკეთებენ!

ყოველთვის, ყოველთვის გამოიძახეთ პოლიცია, ქალებო!", - წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system