თავში

პოლონეთში დაკარგულ დიტო ხელხელაურს ტბაში ეძებენ - განახლებულია

პოლონეთში დაკარგულ დიტო ხელხელაურს ტბაში ეძებენ - განახლებულია
პოლონეთში დაკარგულ დიტო ხელხელაურს ტბაში ეძებენ - განახლებულია

ვარშავაში გაუჩინარებულ საქართველოს მოქალაქეს მყვინთავები ტბაში ეძებენ. 

სავარაუდოდ, 24 წლის დიტო ხელხელაური გარდაცვლილია. 

პოლიციამ ტბის პირას ახალგაზრდა კაცის ტანსაცმელი და ზურგჩანთა იპოვა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ხელხელაური წყალში გადახტა.

როგორც report.ge-სთვის გახდა ცნობილი, ოჯახი არ გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიასაც. 

ცნობილი ხდება ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეს სამუშაო ადგილზე ემუქრებოდნენ.

24 წლის დიტო ხელხელაურს ოჯახის წევრები შაბათის შემდეგ ვერ უკავშირდებიან.

ახალგაზრდა კაცი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტიდან არის.

დიტო ხელხელაური პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სამუშაოდ 4 წლის წინ წავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system