თავში

პოლონეთში გარდაცვლილი ბიჭის ცხედარს ოჯახს ამ დრომდე არ აძლევენ

პოლონეთში გარდაცვლილი ბიჭის ცხედარს ოჯახს ამ დრომდე არ აძლევენ
პოლონეთში გარდაცვლილი ბიჭის ცხედარს ოჯახს ამ დრომდე არ აძლევენ

პოლონეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, 24 წლის დიტო ხელხელაურის, ოჯახი უკვე 2 კვირაა, პოლონეთიდან ცხედრის გადმოსვენებას უშედეგოდ ელოდება. თუმცა ოჯხის ინფორმაციით, პოლონური მხარე ცხედრის გადაცემაზე უარს ამბობს. 

ოჯახი ხელისუფლებისგან მოითხოვს, დროულად ჩაერიოს და მოხერხდეს გარდაცვლილის სამშობლოში ჩამოსვენება. 

დიტო ხელხელაურის ოჯახის წვრები არც იმას გამორიცხავენ, რომ მდინარეში ნაპოვნი კაცი შესაძლოა, სულაც არ არის ხელხელაური. ასევე არ გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდა ნაწამები და დასხიჩრებულია, რადგან ამოცნობის პროცედურას ოჯახის წევრები და მეგობრები არ დაასწრეს. 

ოჯახი ამბობს, რომ მათთვის არც ექსპერტიზის დასკვნაა ხელმისაწვდომი და არ იციან, რა მიმართულებით მუშაობს გამოძიება. 

24 წლის ახალგაზრდა პოლონეთში 12 ივლისს გაუჩინარდა. 6-დღიანი ძებნის შემდეგ კი ცხედარი მდინარეში, 18 ივლისს ნახეს. დიტო ხელხელაური პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system