თავში

პოლონეთში ქართველი სპორტსმენი გმირობისთვის დააჯილდოვეს

პოლონეთში ქართველი სპორტსმენი გმირობისთვის დააჯილდოვეს
პოლონეთში ქართველი სპორტსმენი გმირობისთვის დააჯილდოვეს

ნუკრი დავითაშვილს პოლონეთის პოლიციამ მადლობა გადაუხადა. ამის მიზეზი რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტია, როდესაც ქართველმა ყოფილმა სპორტსმენმა ახალგაზრდა კაცი თავდასხმისაგან გადაარჩინა. 

ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთში საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა "ტვიტერით" გაავრცელა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 20 წლის კაცს ვარშავის ცენტრში ორი პირი დაესხა თავს. ნუკრი დავითაშვილმა შემთხვევის ადგილზე ჩაიარა.და მსხვერპლს გამოესარჩლა. აგრესიულად განწყობილი თავდამსხმელები მარტივად მოიგერია და ახალგაზრდას დაეხმარა. 

პოლონეთის პოლიციის ცნობით, ადგილიდან მაკრატელი და სამზარეულოს დანა ამოიღეს. დაკავებულები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. პოლიციამ თვითმხილველების გარდა, დაზარალებულიც დაკითხა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system