თავში

პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე დააჯილდოვეს

​პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე დააჯილდოვეს
პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე დააჯილდოვეს

პოლონეთში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია დააჯილდოვეს. მას პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე რაფაელ იანკოვსკიმ პირველი კლასის დამოუკიდებლობის ორდენი მიანიჭა.

ჯილდო საქართველოს წარმომადგენელს პოლონეთის პოლიციის მიმართ განსაკუთრებული დამსახურებისა და პროფესიულ კავშირთან წარმატებული თანამშრომლობისთვის გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიაზე რაფალ იანკოვსკიმ გიორგი გამსახურდიას წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობა მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში.

დაჯილდოების ცერემონია ვარშავის პოლიციის კომენდატურაში, მოსტოვსკის სასახლის თეთრ დარბაზში გაიმართა. გიორგი გამსახურდიასთან ერთად, მსგავსი ორდენებით დაჯილდოვდნენ ვარშავის პოლიციის მთავარი კომენდანტი, მისი მოადგილე, ვარშავის გარნიზონის კაპელანი, პოლონეთის რამდენიმე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system