თავში

"პრაქტიკულად, ფიზიოლოგიური ხსნარის ეფექტი აქვსო" - რას წერს ზურაბ გურული

"პრაქტიკულად, ფიზიოლოგიური ხსნარის ეფექტი აქვსო" - რას წერს ზურაბ გურული
პრაქტიკულად, ფიზიოლოგიური ხსნარის ეფექტი აქვსო - რას წერს ზურაბ გურული

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მედიკოსი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, ახალი კვლევის შესახებ წერს.

"მოკლედ, როგორც "ლანცეტის ინფექციურ სნეულებებში" გამოქვეყნებული კლინიკური კვლევის დასკვნა იუწყება, იმ პაციენტებში, რომლებიც კოვიდის გამო კლინიკებში იქნენ მოთავსებული, 7 დღეზე მეტი სიმპტომატურები იყვნენ და ჟანგბადით დახმარებას საჭიროებდნენ, "რემდესევირს" პრაქტიკულად ფიზიოლოგიური ხსნარის ეფექტი აქვსო.

კვლევა, სახელწოდებით DisCoVeRy სერიოზულია; ევროპის 48 სხვადასხვა ცენტრში ერთდროულად მიმდინარეობდა.

ჯერჯერობით არავითარი კვლევა არ ჩატარებულა სასწრაფოდ ჰოსპიტალიზირებულ მცირესიმპტომიან მსუბუქ პაციენტებზე, რომლებსაც პირველი 24-48 საათის განმავლობაში ჩაუტარდათ "რემდესევირით" მკურნალობა", - წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system