
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს ლეგენდარულ ჩოგბურთელთან როჯერ ფედერერთან ისტორიულ გამარჯვებას“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, როჯერ ფედერერი დაამარცხა.