თავში

პრემიერი: ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდება

პრემიერი: ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდება
პრემიერი: ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდება

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება კლასში, იქნება დისტანციურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის ორ ქალაქში 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად განახლდება, პირველ ოქტომბერს კი სრულყოფილად აღდგება.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო.

„დღეის მონაცემებით, ქვეყანაში გვაქვს 34 ახალი ინფიცირების შემთხვევა, აქედან 20 შემთხვევა დაფიქსირებულია ბათუმში. ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო საკმაოდ მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდას ველოდით, ამისთვის ყველაფერია მზად. მთავარია, რომ ეპიდემიის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წლის დაწყება გამოიწვევს მობილობის კიდევ უფრო გაზრდას, შემდეგი გადაწყვეტილებები მივიღეთ -  ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება, პროცესი იქნება დისტანციურად. ქობულეთსა და ბათუმში, ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას განაგრძობენ პირველი ოქტომბრიდან, მანამდე დაიწყებენ სწავლას დისტანციურად“, – განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system